საზოგადოება
გურჯაანის პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. შოთა მოსულიშვილი 41 წლის თამაზ თამაზაშვილმა ჩაანაცვლა.
ეს ინფორმაცია speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ახალი უფროსი მუშაობას დაახლოებით ერთი საათის წინ შეუდგა.

ცნობისთვის, შოთა მოსულიშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსად 2016 წლის 9 სექტემბერს დაინიშნა.



ფოტო აღებულია თამაზ თამაზაშვილის facebook-ის გვერდიდან



| Print |
FaceBook Twitter Google