საზოგადოება
შოთა მოსულიშვილი ყვარლის პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი შოთა მოსულიშვილი ყვარლის პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
ცვლილება შეეხო მის მოადგილეს ალექსი ბუიშვილსაც, მან ახმეტის პოლიციის უფროსის მოადგილის პოსტი დაიკავა.

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საკადრო ცვლილება როტაციის წესით განხორციელდა.

ცნობისთვის, გურჯაანის პოლიციის უფროსად 41 წლის თამაზ თამაზაშვილი 3 თებერვალს დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან შოთა მოსულიშვილი შეცვალა.


| Print |
FaceBook Twitter Google