საზოგადოება
სოფლებში მერის წარმომადგენლების პოზიციაზე გურჯაანის მერიამ კონკურსი გამოაცხადა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში მერის წარმომადგენლების პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების მიღების ვადა 11 თებერვალს იწურება.
ასევე ვაკანტურია შემდეგი პოზიციები:

1. იურიდიული სამსახურის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი;
2. ეკონომიკის სამსახურის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განყოფილების უფროსი;
3.იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროსი;
4.კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კულტურისა და განათლების განყოფილების უფროსი;
5.შიდა აუდიტის სამსახურის კონტროლის განყოფილების უფროსი;
6.შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსი;
7.ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი;
8.შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი
9.ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი;

ამ ადგილებზე განაცხადების წარდგენა 14 თებერვლის ჩათვლითაა შესაძლებელი.

როგორც speqtri.ge-ს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ანანეიშვილმა განუცხადა, გასაუბრებები დაახლოებით 20 თებერვლიდან დაიწყება.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე.


| Print |
FaceBook Twitter Google