საზოგადოება
საკრებულოს დეპუტატებისთვის ხარჯების ანაზღაურების წესი შეიცვალა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სესიაზე დეპუტატებისთვის ხარჯების ანაზღაურების წესზე იმსჯელეს.


ამის შემდეგ მათ ანაზღაურება არა მოსახლეობასთან შეხვედრების, არამედ სესიებსა და კომისიებზე დასწრებისთვის უნდა მიიღონ.
„ ანაზღაურება განისაზღვრა კონკრეტული დეპუტატის მიერ საკრებულოს სხდომაზე, კომისიაში და დროებითი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობით. შედგება მოხსენებითი ბარათი და სწორედ ამის საფუძველზე მოხდება მათთვის ხარჯების ანაზღაურება. “ -აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ხაზიურმა.

ჯერჯერობით უცნობია რა თანხა დაექვითებათ დეპუტატებს თუ ისინი საკრებულოს და კომისიის სხდომებს არ დაესწრებიან. ხარჯების ოდენობა კი ყოველთვე 375 ლარით განისაზღვრება.

| Print |
FaceBook Twitter Google