საზოგადოება
კიბერუსაფრთხოება და ინტერნეტსივრცეში არსებული გამოწვევები - ტრენინგი რადიო "ივრისში" [Video]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ჟურნალისტთა ასოციაცია- საზოგადოებრივი განვითარების კავშირი „მეცენატი“,უკვე მეოთხე თვეა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში ახორციელებს პროექტს „აზერბაიჯენელი ახალგაზრდების ინფორმირება და ჩართულობის ხელშეწყობა“, რომლის მხარდამჭერია ორგანიზაცია PH INTERNATIONAL.

პროექტის ფარგლებში თემის სამი სკოლიდან შეირჩა 30 მოსწავლე. მათ 3 და 4 თებერვალს სათემო რადიო ივრისის ოფისში ჩაუტარდათ ტრენინგი ინტერნეტის გამოყენებისას არსებული რისკებისა და გამოწვევების, ასევე მობილური მოწყობილობებისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ.

როგორც სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის (SCOPE) კოორდინატორი ნუცა გოგუაძე ამბობს, იორმუღანლოს თემში აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობას.

"ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით  ისეთი სათემო პროექტების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს თემში  ჩვენს სამიზნე თემებზე ინფორმირებულობის გაზრდას. ძალიან საინტერესოა ჩვენთვის იორმუღანლოს თემში მუშაობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი ხორციელდება სათემო რადიოს ბაზაზე და ამაში ჩართულია ასევე რადიოს კომპონენტიც. ახალგაზრდები შეიძენენ ძალიან მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ თემში არის საკმაოდ დაბალი სამოქალაქო ჩართულობა ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს პროექტი."


ტრენერის, ინტერნეტტექნოლოგიების სპეციალისტის კონსტანტინე სტალინსკის თქმით, თემში ჯერჯერობით ინტერნეტიზაციის დაბალი მაჩვენებელია და უმრავლესობა სოციალური ქსელით არც კი სარგებლობს, თუმცა, პრევენციის მიზნით, ასეთი ტიპის ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, ორდღიანი სემინარიდან ბევრი ახალი ინფორმაცია მიიღეს, რაც მნიშვნელოვნად გამოადგებათ.

"მე და ჩემმა კლასელებმა არ ვიცოდით რა იყო ინსტაგრამი, ფეისბუქი და სხვა, ახლა კი ვარ ამ სოციალურ ქსელებში და აქ ვისწავლე როგორ დავიცვა თავი ხაკერებისგან.  ჩემთვის რადიო ივრისში ძალიან კარგია."- ამბობს აიშა ეიბოვა.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება სკოლის,  საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, რომლის დამფინანსებელიცაა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ბულინგი, კიბერბულინგი, ინტერნეტსაფრთხეები, ტრეფიკინგი და სხვა.

ჟურნალისტთა ასოციაცია საზოგადოებრივი განვითარების კავშირ „მეცენატის“ დირექტორის, მაია ყალაბეგაშვილის თქმით, პროექტის მონაწილეები გარდა ამ საკითხებისა, ასევე ისწავლიან ჟურნალისტიკის ელემენტებს, აუდიომონტაჟს, ფოტო და ვიდეოგადაღებას.




Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსაზღვრული
სამუშაოებისთვის თანხა გაორმაგდა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსაზღვრული სამუშაოებისთვის თანხა გაორმაგდა.
17:00 / 22.01.2019
ამ წუთებში გურჯაანის რაიონული სასამართლო, ველისციხის ეპიზოდთან
დაკავშირებით,
ამ წუთებში გურჯაანის რაიონული სასამართლო, ველისციხის ეპიზოდთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის საქმეს იხილავს.
15:49 / 22.01.2019
დღეიდან გურჯაანში გარევაჭრობა იკრძალება, ამის შესახებ მერიის
ზედამხედველობის სამსახურში განაცხადეს. იურიდიული სამსახურის
ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ბადრი ბადრიაშვილის
განმარტებით, მოვაჭრეებს მითითებები უკვე მისცეს.
დღეიდან გურჯაანში გარევაჭრობა იკრძალება, ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურში განაცხადეს. იურიდიული სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ბადრი ბადრიაშვილის განმარტებით, მოვაჭრეებს მითითებები უკვე მისცეს.
10:51 / 22.01.2019
დღეიდან გურჯაანის ყველა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში
სასწავლო პროცესი განახლდა. როგორც ჩვენთან საუბარში გაერთიანების
ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, აღსაზრდელთა კონტინგენტი
ძალიან მცირეა.
დღეიდან გურჯაანის ყველა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი განახლდა. როგორც ჩვენთან საუბარში გაერთიანების ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, აღსაზრდელთა კონტინგენტი ძალიან მცირეა.
12:58 / 21.01.2019
პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის
„სუფთა რეგიონის“ წოდება კახეთმა მოიპოვა. ჯილდო კახეთის გუბერნატორს
შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ულრიკ
ტიდესტრომმა გადასცა.
პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონის“ წოდება კახეთმა მოიპოვა. ჯილდო კახეთის გუბერნატორს შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა გადასცა.
14:21 / 19.01.2019
სხვა ამბები
განათლების მინისტრის განცხადებით, წითელას ეპიდაფეთქების გამო სასწავლო პროცესი არ გადაიდება. თუმცა მისივე თქმით, რაიმე გართულების შემთხვევაში, არაა გამორიცხული გადაწყვეტილება შეიცვალოს.
14:39 / 19-01-2019
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება.
14:03 / 19-01-2019
პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება შემოდგომიდან გაიზრდება. დეტალები კი აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
16:30 / 18-01-2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებისთვის განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სკოლებმა სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ კონკრეტული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ.
12:53 / 18-01-2019
ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს როგორც წარმატებული პროექტის შემსრულებელს სტუმრად ეწვივნენ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და საქართველოში მდებარე საფრანგეთის საელჩოს წამომადგენელები.
17:52 / 11-01-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« იანვარი 2019 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.