საზოგადოება
გაიღე სისხლი უანგაროდ - აქცია გურჯაანში
დღეს გურჯაანის სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონში“ შპს „იაშვილის“ კლინიკასთან არსებულმა სისხლის ბანკმა აქცია გამართა. სისხლის ჩაბარება უფასოდ ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

როგორც ჩვენთან საუბარში კლინიკის ექიმმა თერაპევტმა ცისანა ქავთარაძემ აღნიშნა, თითოეული დონორისგან გაღებულ სისხლს, სამი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
„გარდა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა, სისხლი საჭიროა ოპერაციისა და შემდგომი პერიოდისთვის. ამიტომ მარაგი ყოველთვის უნდა იყოს. სისხლის აღება ნებაყოფლობითია, მაგრამ ჩვენი ორგანიზმისთვის საზიანო კი არა, პირიქით უკეთესია. ამის სანაცვლოდ ჩვენ ვაკეთებთ ისეთ კარგ საქმეს, რასაც ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია.“

სისხლის გაღების მსურველებს შორის იყვნენ როგორც საჯარო მოხელეები, ისე რიგითი მოქალაქეები.


| Print |
FaceBook Twitter Google