საზოგადოება
საქართველოში ქარი და წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დღეს და ხვალ  საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთაში  კი თოვლი.

უწყების ინფორმაციით, დღეს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან ზონაში ზოგან მოსალოდნელია ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონის მატება, მაღალმთიან ზონაში ზვავების ფორმირება და მეწყრულ - ღვარცოფული პროცესებიც გამოიწვიოს.


| Print |
FaceBook Twitter Google