საზოგადოება
გურჯაანში მოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართის საკითხი ჯერ არ გადაუწყვეტიათ
გურჯაანის ბაზარში მოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართი სავარაუდოდ სამ დღეში გამოიყოფა. Speqtri.ge-ს ინფორმაციით, ერთ-ერთ ადგილად სანაპიროს ქუჩაზე მდებარე კომერციული ფართი სახელდება.
-„ეს ფართი განიხილება, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ორ-სამ დღეში გაირკვევა. რაც სადავო საკითხია და სასამართლოს თემაა, რა თქმა უნდა, ჩვენ იმ ნაწილში არ ვერევით. ძირითადად, სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიებზეა საუბარი, რამდენიმე ვარიანტია და ჯერჯერობით ვერ დაგიკონკრეტებთ.“-აღნიშნა გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

ცნობისთვის, გურჯაანში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზარი უნდა აშენდეს. სავარაუდოდ, სამუშაოები მარტის ნახევრიდან დაიწყება და რამდენიმე თვეში დასრულდება. თუმცა, მოვაჭრეების ნაწილის თქმით, ისინი ბაზრის დატოვებასა და სხვა ტერიტორიაზე გადასვლას არ აპირებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google