საზოგადოება
ახმეტაში პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის პროექტს განიხილავენ
20 თებერვალს, 15:00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტის ერთი ნაწილის საჯარო განხილვა მოეწყობა.
ახმეტაში საჯაროდ განსახილველი პროექტი ძიბახევი-ხადორის ხეობის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია/მშენებლობას მოიცავს.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს,  საპროექტო მონაკვეთი სოფელ ბირკიანის ტერიტორიაზე იწყება, მიუყვება მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროს და  ხადორის ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება.

პოექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პანკისის ხეობიდან თუშეთის მიმართულებით ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა. როგორც ცნობილია, გზა პანკისის სოფელ ბირკიანიდან დაიწყება, გაივლის ხადორის ხეობას და სავარაუდოდ, წოვათაში, შავწყალას ტერიტორიაზე გავა, რის შემდეგაც სოფელ ვერხოვანთან გომეწრის ხეობას შეუერთდება.
| Print |
FaceBook Twitter Google