საზოგადოება
სკოლაში ორი უცხო ენის სწავლა სავალდებულო იქნება
ორი უცხო ენის სწავლება მოსწავლეებისთვის კვლავ სავალდებულო იქნება,- ამის შესახებ განცხადებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

„ბოლო დღეებში, მედიით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომლის თანახმად, საჯარო სკოლებში მეორე უცხო ენის სწავლება არა სავალდებულო, არამედ არჩევითი გახდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. პირიქით, სამინისტროს მიზანია, სკოლებში უცხო ენების სწავლების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი დამკვიდრდეს. შესაბამისად, სამინისტრო განმარტავს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში, უცხო ენებს მომავალში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ორი უცხოური ენის სწავლება მოსწავლეებისთვის კვლავ სავალდებულო იქნება - ინგლისური ენა პირველი კლასიდან, ხოლო მეორე სავალდებულო უცხო ენას, მოსწავლე მე-5 კლასიდან სკოლის მიერ შეთავაზებული ენებიდან თავად აირჩევს. უფრო მეტიც, სკოლებს ექნებათ ვალდებულება, მეორე სავალდებულო უცხო ენის ფარგლებში, მოსწავლეებს ასარჩევად მინიმუმ ორი ენა შესთავაზონ , თავად მისცენ არჩევანის თავისუფლება და ენების მაღალ დონეზე სწავლება უზრუნველყონ“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები სკოლა / უცხო ენა /
ამავე კატეგორიაში
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსაზღვრული
სამუშაოებისთვის თანხა გაორმაგდა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსაზღვრული სამუშაოებისთვის თანხა გაორმაგდა.
17:00 / 22.01.2019
ამ წუთებში გურჯაანის რაიონული სასამართლო, ველისციხის ეპიზოდთან
დაკავშირებით,
ამ წუთებში გურჯაანის რაიონული სასამართლო, ველისციხის ეპიზოდთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის საქმეს იხილავს.
15:49 / 22.01.2019
დღეიდან გურჯაანში გარევაჭრობა იკრძალება, ამის შესახებ მერიის
ზედამხედველობის სამსახურში განაცხადეს. იურიდიული სამსახურის
ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ბადრი ბადრიაშვილის
განმარტებით, მოვაჭრეებს მითითებები უკვე მისცეს.
დღეიდან გურჯაანში გარევაჭრობა იკრძალება, ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურში განაცხადეს. იურიდიული სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ბადრი ბადრიაშვილის განმარტებით, მოვაჭრეებს მითითებები უკვე მისცეს.
10:51 / 22.01.2019
დღეიდან გურჯაანის ყველა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში
სასწავლო პროცესი განახლდა. როგორც ჩვენთან საუბარში გაერთიანების
ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, აღსაზრდელთა კონტინგენტი
ძალიან მცირეა.
დღეიდან გურჯაანის ყველა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი განახლდა. როგორც ჩვენთან საუბარში გაერთიანების ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, აღსაზრდელთა კონტინგენტი ძალიან მცირეა.
12:58 / 21.01.2019
პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის
„სუფთა რეგიონის“ წოდება კახეთმა მოიპოვა. ჯილდო კახეთის გუბერნატორს
შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ულრიკ
ტიდესტრომმა გადასცა.
პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონის“ წოდება კახეთმა მოიპოვა. ჯილდო კახეთის გუბერნატორს შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა გადასცა.
14:21 / 19.01.2019
სხვა ამბები
განათლების მინისტრის განცხადებით, წითელას ეპიდაფეთქების გამო სასწავლო პროცესი არ გადაიდება. თუმცა მისივე თქმით, რაიმე გართულების შემთხვევაში, არაა გამორიცხული გადაწყვეტილება შეიცვალოს.
14:39 / 19-01-2019
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება.
14:03 / 19-01-2019
პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება შემოდგომიდან გაიზრდება. დეტალები კი აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
16:30 / 18-01-2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებისთვის განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სკოლებმა სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ კონკრეტული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ.
12:53 / 18-01-2019
ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს როგორც წარმატებული პროექტის შემსრულებელს სტუმრად ეწვივნენ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და საქართველოში მდებარე საფრანგეთის საელჩოს წამომადგენელები.
17:52 / 11-01-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« იანვარი 2019 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.