საზოგადოება
მაჩალიკაშვილების ადვოკატი - მთავარ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს
პანკისის ხეობაში , სოფელ დუისში, თემირილან მაჩალიკაშვილის სახლში ექსპერტ-კრიმინალისტებთან და გამომძიებლებთან ერთად იმყოფება ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილიც.
შემთხვევის ადგილის შესწავლაში მონაწილეობას ისიც მიიღებს.

"საგამოძიებო პროცესში, ჩვენს მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპეტი გამოძიებლებთან ერთად შემთხვევის ადგილს ხელახლა სწავლობს. მრავალი კითხვაა დღემდე პასუხგაუცემელი, მათ შორის ის, თუ როგორ აღმოჩნდა ხელყუმბარა იქ, სადაც საგამოძიებო მასალებშია აღნიშნული, ეს აშკარა შეცდომაა. ასევე, სროლის დროს არსებული ლითონის ფრაგმენტი, ტყვია, რომლის ძირითადი ნაწილი არ არის ამოღებული და საქმეში არ დევს. ბუნებრივია, ამ მთავარ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. "- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში ექსპერტები და გამომძიებლები სოფელ დუისში, იმ ოთახს ათვალიერებენ, სადაც სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლეს.

| Print |
FaceBook Twitter Google