საზოგადოება
როდის გამოიდარებს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექი შენარჩუნდება.

უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. ხვალ  ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე  უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +6, +11 გრადუსის ფარგლებში იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google