საზოგადოება
გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს
გუშინ, გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს. როგორც საკონსულოში გაანცხადეს, მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის პირობები  დარღვეული ჰქონდათ.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას თავად გერმანიაში მცხოვრები ქართველებიც ავრცელებენ.

ცნობისთვის, თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35 პროცენტით გაიზარდა.



| Print |
FaceBook Twitter Google