საზოგადოება
რაში დაიხარჯება გურჯაანის ბიუჯეტის სოციალური პაკეტი
წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან სოციალური მიმართულებისთვის 1 მილიონ 345 ათას 500 ლარია გამოყოფილი.


როგორც სოციალურ საკითხთა კომისიის წევრმაზაზა თოდაშვილმა განაცხადა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მერია ახალი პროექტის განხორცილებას იწყებს. ორსული ქალები, რომლებსაც დამატებითი კვლევები დედაქალაქში სჭირდებათ, 100 ლარით დაფინანსდებიან. ასევე იგეგმება, საკეისრო კვეთის თანადაფინანსებაც.
„რაიონში სერიოზული პრობლემაა დემოგრაფიული კუთხით. გარდაცვლილების რაოდენობა ახალშობილების რაოდენობას აჭარბებს. ეს რა თქმა უნდა საგანგაშოა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. მართალია ორსულ ქალებს სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ მათ ზოგჯერ დამატებითი გამოკვლევებიც სჭირდებათ, რის გამოც დედაქალაქში უწევთ წასვლა. თუ ისინი მერიას შესაბამისი დოკუმენტაციით მოაკითხავენ, მათ 100 ლარით დავაფინანსებთ.“


გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალურ სფეროზე თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება:
-ოპერაციებისა და მედიკამენტების თანადაფინანსება - 290 000 ლარი;
-ონკოლოგიური ავადმყოფების დაფინანსება - 150 000;
-ახალშობილების დაფინასნება- 200 000;
-მრავალშვილიანი ოჯახების დაფინანსება - 240 000;
-ობოლი და სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსება - 20 000 ლარი;


| Print |
FaceBook Twitter Google