საზოგადოება
საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებისთვის ჯარიმა იზრდება
წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმის ოდენობა იზრდება და 100 ლარის ნაცვლად, 500 -დან 1000 ლარამდე იქნება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.


მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, წვრილმანი ხულიგნობა – საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი ქმედება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს, გამოიწვევს დაჯარიმებას – 500- დან1000 ლარამდე. თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

ასევე იზრდება სახელმწიფო მოხელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან მის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისთვის დადგენილი სანქციის ოდენობაც.
თუ მოქმედი კანონმდებლობით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ისჯება 250 ლარიდან 2000 ლარამდე, კანონის მიღების შემდეგ ასეთი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

| Print |
FaceBook Twitter Google