საზოგადოება
პირველი მარტიდან ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონში ნალექი და ნისლი შენარჩუნდება.

უწყების ინფორმაციით, ხვალ გამოიდარებს და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე გათბება. პირველი მარტის დღის მეორე ნახევრიდან 2 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი (ძირითადად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში), დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმი.
| Print |
FaceBook Twitter Google