საზოგადოება
ხვალიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დღეს სრულდება.

მათივე ცნობით, აკრძალულ პერიოდში ნადირობა 500-700 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციასა და მოპოვებული ობიექტის კონფისკაციას ითვალისწინებს.

-"ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით, გაამკაცრებენ კონტროლს ამ მიმართულებით. დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები", - ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ნადირობა /