საზოგადოება
თელავის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებისთვის მასტერკლასი ჩატარდა
თელავში, თამაზ ანთაძის სახელობის სპორტული კომპლექსის საკონფერენციო დარბაზში, ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის Street Art - ის მასტერკლასი და ვორქშოპი გაიმართა.
შეხვედრა Georgian Street Art Federation  (საქართველოს ქუჩის ხელოვნების ფედერაციის_ დამფუძნებლები უძღვებოდნენ.

"ძალიან საინტერესო ვორქშოპი იყო. ბავშვებმა საკუთარი ხელით დაამზადეს Street Art - ის პირველი პორტრეტული ნიმუშები, რომლებიც მიმდებარე სარეაბილიტაციო კედელზე აღბეჭდეს. მერიას შემუშავებული აქვს პროექტი, რომელიც ქალაქში არსებული რიგი შენობების, ]ზებრა გადასასვლელების მოწყობას და გაფერადებას გულისხმობს, ქუჩის მხატვრობა კი ამის კარგი საშუალებაა. ეს ვორქშოპიც სწორედ ამას ემსახურებოდა, განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდა სამხატვრო სკოლის მოსწავლეებზე, რომლებიც ყველაზე კარგად ერკვევიან ამ საკითხში. ჩვენი სამომავლო პროექტისათვის მოხდება ისეთი შენობების შერჩევა, რომლბიც არის მუნიციპალიტეტის და არა კერძო პირის ბალანსზე. შენობებისა თუ ზებრა გადასასვლელების მოხატვაში მონაწილეობას თელავის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები მათ ტრენერებთან ერთად მიიღებენ," - გვითხრა თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google