საზოგადოება
პოლიციელის ხელფასი ეტაპობრივად გაიზრდება - გიორგი გახარია
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში პოლიციელის ხელფასი არაადეკვატურია.  მისი თქმით, სამართალდამცველების ხელფასი ოპტიმიზაციის ხარჯზე ეტაპობრივად გაიზრდება.
"არ შეიძლება 800 ლარი იყოს ადეკვატური ხელფასი, როცა ადამიანი პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას და პასუხისმგებელია მეორე ადამიანის სიცოცხლეზე, უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ამაზე დავაც კი არ შეიძლება. ის ეკონომია, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ოპტიმიზაციის ხარჯზე, გადმომისამართებული იქნება ამ ადამიანების ხელფასების ზრდაზე. ზედმეტი რგოლები არსებობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ზოგიერთ სამმართველოს უფროსს ჰყავდა ორი მოადგილე და ა.შ,"- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პოლიცია / შსს /