საზოგადოება
მოსწავლის ცემაში ბრალდებული პედაგოგი საგარეჯოს რესურსცენტრის ხელმძღვანელს უპირისპირდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის პედაგოგი თეა გურგენიძე, რომელსაც მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ, ბრალდებებს უარჰყოფს.
პედაგოგი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს მანანა ცუცქირიძეს უპირისპირდება და აცხადებს, რომ პროცესი მისი მხრიდან არის მართული, მიზეზად კი წარსულში მომხდარ პირად კონფლიქტს ასახელებს.

თეა გურგენიძე სამართლებრივ დავას იწყებს და დისციპლინუირი კომიტეტის მიერ მისი გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

-„დისციპლინური კომიტეტის წევრი მშობლები საჩივარს ამზადებენ განათლების სამინისტროში გასაგზავნად. ამბობენ, რომ მათ ჩემი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ეს პირადი ანგარიშსწორებაა რესურსცენტრის ხელმძღვანელის მანანა ცუცქირიძის მხრიდან. ადრე დედაჩემი გაათავისუფლა ჩაილურის სკოლიდან. ვთხოვე, გადაწყვეტილება შეეცვალა. დედაჩემი კანონდარღვევით გაუშვეს შუა სასწავლო წელს, ვითომ ბიუჯეტი არ აძლევდათ საშალებას. არადა, ექვსი თვის შემდეგ სხვა კადრი დანიშნეს. ქალბატონმა მანანამ მითხრა, თუ გინდა კარგი ურთიერთობა გქონდეს ჩემთან, დედაშენის საქმის განხილვას თავი დაანებეო. აქედან დაიწყო ყველაფერი. მანდატური 24 საათი ჩემს კართან არის აყუდებული და კამერაც მოტრიალებულია კლასისკენ, როგორ გგონიათ, ამდენად სულელი ვარ ბავშვს შევხებოდი, ან ეს როგორ შეიძლებოდა. კამერის ჩანაწერს არ მაჩვენებენ, არადა მახსოვს ბავშვს არ შევხებივარ. მანანა ცუცქირიძე ზეწოლას ახდენს დისციპლინური კომიტეტის წევრებზე და თავად სკოლის დირექტორზეც. არ დამკითხეს კომიტეტის სხდომაზე, მაინტერესებს, რის საფძველზე წამიყენეს ბრალდება? თავის მართლების უფლებაც კი არ მომცეს.“- აცხადებს ის.
აღნიშნულ პროცესში პირად კონფლიქტს კატეგორიულად უარჰყოფს საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ცუცქირიძე.

-”პირადი კონფლიქტი საერთოდ გამორიცხეთ, ამ თემასთან არაფერ შუაშია. პირიქით, ყველა პედაგოგს ვუქმნი თბილ გარემოს, რომ თავიანთი საქმიანობა განახორციელონ. ცემის ფაქტს თუ არ დაადასტურებდა დისციპლინური კომიტეტი, გათავისუფლების გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. საკუთარი თავის დაცვის მიზნით სხვისადმი ბრალდება ცოტა მიუღებელია ჩემთვის. არ შევხვედრივარ არც ერთ დისციპლინური კომიტეტის წევრს. როდესაც გავიგე, რომ დაფიქსირდა ცემის ფაქტი, დირექტორს ვუთხარი, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, კანონმდებლობის სრული დაცვით ემოქმედა. მასწავლებლის საქმეა სწავლება და არა ცემა. კომისიის სხდომაზე პროცედურულად მოწვეული იქნებოდა ქალბატონი თეა. რამდენადაც ვიცი ფოსტით გაუგზავნეს წერილი, მან ხელი არ მოაწერა, მისი გადასაწყვეტი იყო მივიდოდა თუ არა სხდომაზე.“

დისციპლინურ კომიტეტში, რომელმაც თეა გურგენიძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, სულ ექვსი წევრია, ორი პედაგოგი, ორი მოსწავლე და ორი მშობელი. კომიტეტის თავმჯდომარე ჰასან აბდულაევი speqtri.ge-სთან აცხადებს, რომ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს. ვიდეოკადრებში კი პედაგოგის მხირდან ძალადობის ფაქტი ნამდვილად ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ პედაგოგ თეა გურგენიძის მხარდასაჭერად დღეს იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქცია გამართეს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის
განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირების შემთხვევებზე
პასუხისმგებლობა მკაცრდება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირების შემთხვევებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.
14:27 / 16.02.2019
სოფელ კარდენახში სადგურის უბანში ფეხბურთის სტანდარტული მინი-მოედანი
მოეწყობა.
სოფელ კარდენახში სადგურის უბანში ფეხბურთის სტანდარტული მინი-მოედანი მოეწყობა.
12:29 / 16.02.2019
მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი
რაოდენობის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს თელავის ოფისთან რიგებია.
მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თელავის ოფისთან რიგებია.
17:33 / 15.02.2019
საგარეჯოელ 6 თვის თეკლა ხოსიტაშვილს სპინალური ამიოტროფია
(ვერდინგ-ჰოფმანის დაავადება) დაუდგინდა, რომლის მკურნალობაც
საქართველოში არ ხდება.
საგარეჯოელ 6 თვის თეკლა ხოსიტაშვილს სპინალური ამიოტროფია (ვერდინგ-ჰოფმანის დაავადება) დაუდგინდა, რომლის მკურნალობაც საქართველოში არ ხდება.
14:45 / 15.02.2019
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN)
კახეთის და ქვემო ქართლის ჟურნალისტებისთვის მედიატური გამართა.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) კახეთის და ქვემო ქართლის ჟურნალისტებისთვის მედიატური გამართა.
14:45 / 15.02.2019
სხვა ამბები
საქართველოს განათლების მინისტრმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანი, საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობაა.
15:44 / 16-02-2019
ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაცია 18 თებერვალს დაიწყება და 28- თებერვალს დასრულდება.
14:08 / 16-02-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სავარაუდოდ მომავალი კვირიდან განახლდება.
16:23 / 15-02-2019
2019 წლის სკოლის ექსტერნატის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა.
15:58 / 15-02-2019
პარასკევს 15 თებერვალს კონსულტაციებს ჩაატარებს ქ.თბილისის „ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი“-ს სისხლძარღვთა ქირურგი, ექიმი ანგიოლოგი დავით გეგელაშვილი.
12:49 / 12-02-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« თებერვალი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.