საზოგადოება
გურჯაანელ ფერმერებს კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა წარუდგინეს
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ გურჯაანელ ფერემერებს მევენახეობისა და მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა გააცნო.
-„გურჯაანში არსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც მევენახეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებით საქმიანობენ, სახელმწიფო პროგრამა გავაცანით. მათ საშუალება აქვთ საკუთარი ყურძენი არა მესამე პირს ჩააბარონ, არამედ საკუთარ კოოპერაციულ საწარმოში მოახდინონ ყურძნის გადამუშაება და ღვინის რეალიზაიციიდან მიიღონ შემოსავალი. პროგრამაში რეგისტრაცია საინფორმაციო კამპანიის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ მარტის ბოლოდან დაიწყება. “-განაცხადა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ.

სახელმწიფო პროექტით დაინტერესდა და მასში ჩართვის სურვილი გამოთქვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მცხოვრებმა ფერმერმა სიმონ არსენაშვილმა.

-„პროექტში ჩართვის სურვილი გასულ წელსაც მქონდა, ახლა ამ შეხვედრაზე უფრო დეტალურად გავიგე რაღაც საკითხები. დოკუმენტაციის მოგვარებასთან დაკავშირებით შეიძლება ცოტა სირთულეები იყოს, მაგრამ ვფიქრობ, კარგი პროგრამაა. სურვილი მაქვს საკუთარი ღვინო ვაწარმოო, რაშიც ჩემს საახლობლოსა და მეგობრებს ჩავრთავ და მათთან ერთად შევქმნი კოოპერატივს.“
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილი პირობების თანახმად, კოოპერატივების წევრთა რაოდენობა არანაკლებ 20 მეპაიეს უნდა შეადგენდეს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს კახეთის რეგიონში თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ყურძნის გადამამუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო გაიხსნა.

| Print |
FaceBook Twitter Google