საზოგადოება
ადგილები, სადაც პირველი მაისიდან სიგარეტის გაყიდვა აიკრძალება
2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შედის "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი, რომლის მიხედვითაც გარკვეულ ადგილებში სიგარეტის გაყიდვა და მოწევა აიკრძალება.


ასევე დაუშვებელი იქნება 18 წლამდე პირის ჩაბმა თამბაქოს ინდუსტრიაში და მისთვის სიგარეტის მიყიდვა.
კანონის თანახმად სიგარეტის, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ან/და განლაგება შემდეგ ადგილებში აიკრძალება:
საგანმანათლებლო [ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ], სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში [შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან];

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში;
საჯარო დაწესებულებაში; ნებისმიერი სახის სამედიცინო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; სავაჭრო ობიექტის იმ სექციაში, სადაც ბავშვის ტანსაცმელი, კვების პროდუქტი ან/და სათამაშო იყიდება.


| Print |
FaceBook Twitter Google