საზოგადოება
კახეთში აზიური ფაროსანას გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძებები გატარდება
მაისის თვიდან კახეთის რეგიონში აზიური ფაროსანას გავრცლების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები დაიწყება - ამის შესახებ გურჯაანში სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა.
-„შექმნილია სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რამდენიმე საკითხს ითვალისწინებს, მათ შორის მოსახლეობის ინფორმირებას, მონიტორინგსა და ქიმიური ღონისძებების გატარებას. მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს ის ინფორმაცია, როგორ განახორციელოს ქიმიური და მექანიკური ღონისძებები. აღმოსავლეთ საქართველოში მავნებლის გავრცელების რისკი ნაკლებადაა, თუმცა ატამი ერთ-ერთი საუკეთესო კულტურაა მისთვის. დაკვირვებისა და მონიტორინგის ძირითადი ღონისძებები სწორედ ატმის ბაღებში გატარდება. სამონიტორინგო სისტემების განთავსებას აპრილის თვეში ვგეგმევთ, მაისიდან ალბათ კონკრეტული ოპერაციები დაიწყება.“-განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.
შეხვედრას გურჯაანის მერი, მოადგილე და ადგილობრივი თითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

-„აზიური ფაროსანა ძალიან საშიში მავნებელია. ვნახეთ, თუ რა შედეგი მივიღეთ დასავლეთ საქართველოში. მადლობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმირებულობისთვის, ჩვენც ჩვენის მხრივ აუცილებლად გავავრცელებთ ინფორმაციას მოსახლეობაში იმისთვის, რომ მზად ვიყოთ ფაროსანასთან საბრძოლველად და რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიიღოს გურჯაანის მოსახლეობამ.“ - აღნიშნა გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.