საზოგადოება
რას ვმატებ საზოგადოებას-დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული დაიწყო
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება.

ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი სიხშირით ვლინდება.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული გუშინ დაიწყო. ამასთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება, რომელშიც კახეთიც არის ჩართული.16 მარტს 14:00 საათზე თელავში სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სამხარეო ცენტრში, პირველადი ჯანდაცვის რგოლთან ბავშვთა მიტოვების პრევენციის საკითხებზე კახეთში მომუშავე ნეონეტოლოგებთან რეგიონული შეხვედრა გაიმართება.

გუშინ დაიწყო და 21 მარტის ჩათვლით გაგრძელდება უთვალავი ჭრელი წინდის კამპანია #წინდამინდა (წინდების შეძენა შესაძლებელია „ნიკორასა" და "ეკონომიქსის" მაღაზიების ქსელსა და სოციალურ საწარმო „ბაბალეში“).
ასევე მთელი კვირის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

19 მარტი - 19:00 საათზე- პერფომანსი „47=46 „ ინტეგრირებული დასის „აზდაკის ბაღი“ და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობების ერთობლივი წარმოდგენა (ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი; ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ.99)
21 მარტი - 11:00 - 14:00 კონფერენცია „რას ვმატებ ჩემს სამსახურს“ - ეძღვნება შშმ პირთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებს;(ქ.თბილისი, სასტუმრო რუმსი)
21 მარტი - ფართომაშტაბიანი საინფორმაციო კამპანია საქართველოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. 21.03 გარკვეული სიმბოლიკის მატარებელია, დაუნის სინდრომი ვლინდება 21-ე ქრომოსომის გასამებით. „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ წელს მეშვიდედ აღნიშნავს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს. წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია "რას ვმატებ საზოგადოებას" (What I bring to my community).

| Print |
FaceBook Twitter Google