საზოგადოება
ერთ კვირაში გურჯაანში გრიპის 110 შემთხვევა დაფიქსირდა
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში მწვავე რესპირატორული დაავადების 110 შემთხვევა გამოვლინდა.

ჯანდაცვის სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგის მარინა კაპანაძის განმარტებით, აქედან 3 გართულებული სახის იყო და პაციენტების ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
„მუნიციპლიტეტში გრიპის ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა, ახლა კი ვირუსების რაოდენობა ნელ-ნელა იკლებს. გასულ კვირას დაახლოებით 110, ხოლო იმის წინა კვირას 98 შემთხვევა იყო. პაციენტები ექიმებს ძირითადად მაღალი სიცხით, ცხვირიდან ჩამონადენით, თავისა და სახსრების ტკივილით მიმართავენ. მოსახლეობას ვურჩევ, თუ მოიმატა სიმპტომებმა, მოერიდონ საზოგადოებაში გამოსვლას, რადგან გრიპი გადამდებია და ამით თავიანთ გარშემომყოფებსაც უქმნიან საფრთხეს.“

| Print |
FaceBook Twitter Google