საზოგადოება
დავით გარეჯი განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ 7 ძეგლს შორის მოხვდა
კულტურული მემკვიდრეობის წამყვანმა ევროპულმა ორგანიზაციამ,  "ევროპა ნოსტრამ" და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტმა, 2018 წლის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფინალისტები დაასახელა.
ესენია:  პოსტ-ბიზანტიური პერიოდის ტაძარი ვოსკოპოია და ვითკუქში (ალბანეთი),  ვენის ისტორიული ცენტრი, (ავსტრია),  ბუზლუჟას მონუმენტი, (ბულგარეთი), დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, (საქართველო) კონსტანტას კაზინო, (რუმინეთი), პრინკიპოს ბერძნული ბავშვთა სახლი, პრინცების კუნძულები, (თურქეთი) და გრიმსბის ყინულის ქარხანა, (გაერთიანებული სამეფო).


განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის ახალი სია გამოცხადდა კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელიწადის ფარგლებში, რომელიც აღიარებს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას ევროპულ, ნაციონალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებზე და ემსახურება ევროპის მოქალაქეების წახალისებას აღმოაჩინონ და ჩაერთონ კულტურულ მემკვიდრეობის გადარჩენის და განვითარევის საკითხებში. 

„განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის ეს უახლესი სია შეიცავს ევროპის კულტურული მემკვიდრების იშვიათ საგანძურს, რომელიც დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას. ადგილობრივი თემი მოწადინებულია დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ეს მნიშვნელოვანი ძეგლები, თუმცა ამისათვის საჭიროა უფრო ფართო, ევროპული მხარდაჭერა. შესაბამისად, მე მოვუწოდებ ადგილობრივ, რეგიონალურ, ეროვნულსა და ევროპულ საჯარო თუ კერძო პარტნიორებს, რომ შემოგვიერთდნენ და ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოთ ძეგლების უსაფრთხო მომავალი.“ - განაცხადა ევროპა ნოსტრას პრეზიდენტმა, მაესტრო პლასიდო დომინგომ.




| Print |
FaceBook Twitter Google