საზოგადოება
რა სარგებელს მოუტანს "მერების შეთანხმების" პროგრამა კახეთის მუნიციპალიტეტებს
დღეს კახეთის რეგიონის 7 მუნციპალიტეტეტის მერია შეუერთდა ევროკავშირის პროგრამას - "მერების შეთანხმება - აღმოსავლეთი“.
ხელმოწერის საზეიმო ცერემონია თელავში ერეკლე მეფის სასახლის საელჩო დარბაზში გაიმართა, რომელსაც საქართველოში ევროკაშირის დელეგაციის წარმომადგენლები: ვინსეტ რეი, მაქსიმ ვერეშჩაკი, ასევე „მერების შეთანხმების“ პროგრამის ექსპერტი საქართველოსა და აზრებაიჯანში - გიორგი აბულაშვილი ესწრებოდნენ.

- "ევროკავშირის საგრანტო პროგრამა ენერგოეფექტურობის გაზრდას მოემსახურება. მუნიციპალიტეტებს საშუალება მიეცემათ ევროკავშირისგან მთელი რიგი პროექტების დაფინანსება მოიპოვონ. ეს შეიძლება აისახოს ისეთი სფეროების ენერგოეფექტურობაზე, როგორიცაა საბავშვო ბაღები, სკოლები, კულტურის სახლები, გარე განათება და სხვა. ტექნილოგიების დანერგვაში თანხის დიდ ნაწილს ევროკავშირის საგრანტო პროგრამა დააფინანსებს. მუნიციპალიტეტებმა შესაბამისი ხედვა და პროექტი უნდა წარადგინონ, მონაწილეობა უნდა მიიღონ თანადაფინანსებაში. მაგალითად, თუ პროექტის 20%-ს მუნიციპალიტეტი დააფინანსებს, 80% ამ პროგრამიდან დაიხარჯება. ეს დიდი შეღავათი იქნება მუნიციპალიტეტებისთვის."- აღნიშნა speqtri.ge-სთან კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტი ამ პროგრამაში 2014 წლიდანაა ჩართული. ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, უკვე განხორციელდა რამდენიმე ბაღის, სკოლისა და სპორტული კომლექსის გადაიარაღება ენერგოეფექტური სისტემით.



| Print |
FaceBook Twitter Google