საზოგადოება
World Vision-ს საჩუქარი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა ბაღებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 5 საბავშვო ბაღს არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-მა საჭირო ინვენტარი გადასცა.

შაშიანის, ვაზისუბნის, ვაჩნაძიანის, კალაურის N1 და N2 საბავშვო ბაღებს, აღსაზრდელების რაოდენობის გათვალისწინებით და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მაგიდები, სკამები და  გამყოფი თაროები გადაეცათ.

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელის ლელა თევდორაშვილის განცხადებით, ვორდვიჟენი მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებთან უკვე ცხრა წელია თანამშრომლობს და მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების გარდა, თანამშრომლების გადამზადებაზეც ზრუნავს.
„მათ ხუთი სამიზნე ბაღი აქვთ შერჩეული. ცხრა წლის განმავლობაში მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა არამარტო ინვენტარის განახლების, არამედ აღმზრდელების და ტექნიკური პერსონალის გადამზადების კუთხითაც. “

ორგანიზაცია „world vision“- ი კახეთის სამხარეო განვუთარების პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ სოფლებში პროექტებს 2009 წლიდან ახორციელებს და თანამშრომლობა 2021 წლამდე გაგრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google