საზოგადოება
შუამთის მონასტერში არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო
ძველი შუამთის მონასტერში არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ალავერდის ეპარქიის ინიციატივით ხორციელდება.

ეპარქიის მღველმთავრის აბბა ალავერდელის ინფორმაციით, ისტორიული ცნობებით და სამუშაოების პირველივე ეტაპიდან ნათლად ჩანს, რომ ტერიტორიაზე სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს.
"ნივთიერი მტკიცებულებებით შეივსება წერილობით ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობილი ინფორმაცია ძველი შუამთაის მონასტრის შესახებ .აქ აღმოჩენილი სამონასტრო კომპლექსის განლაგების ნახვით ,ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთდება ახალი სარესტავრაციო- სარეაბილიტაციო პროექტი.რაც ხელს შეუწყობს აქ მოწესე მამების ისტორიულ გარემოში ცხოვრებას ისე, რომ არ დაზიანდეს კულტურული მემკვიდრეობის გარეგნული მხარე.“

არქეოლოგიური კვლევის პროცესი 2018 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოებისთვის კომპანია RMG-მ 25000 ლარი გამოყო.


| Print |
FaceBook Twitter Google