საზოგადოება
თელავში ბიზნესის წარმომადგენლებს ფინანსთა მინისტრმა ახალი საგადასახადო ინიციატივა გააცნო
ახალი საგადასახო ინიციატივის შესახებ საინფომაციო კამპანის ფარგლებში, თელავში ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში შეხვედრა გაიმართა.
მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული საგადასახადო ინიციატივა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგებლებს პირადად ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააცნო. ახალი ინიციატივის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი წლის განვალობაში 500 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებს მიენიჭებათ.

"ჩვენ მცირე და საშუალო მეწარმეებს გავაცანით ახალი საგადასახდო ინიციატივა და მოვისმინეთ დამატებითი რეკომენდაციები თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო დავხვეწოთ ახალი საგადასახო რეფორმა. რა თქმა უნდა, კახეთისთვის აღნიშნულ ინიციატივას აქვს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა. როგორც ცნობილია,  ჩინეთთან თავისუფალმა ვაჭრობის რეჟიმმა მნიშვნელოვნად წაახალისა მეღვინეობა.
გარდა ამისა, ვხედავთ გაზრდილ ნაკადს ტურისტების და შესაბამისად აქ არის დიდი პოტენციალი რომ განვავითაროთ მცირე და საშუალო ბიზნესი."- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



| Print |
FaceBook Twitter Google