საზოგადოება
ლისის ტბაზე „დედამიწის საათისადმი“ მიძღვნილი აქცია გაიმართება
24 მარტს 10 საათზე, ლისის ტბაზე "დედამიწის საათის" დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება ჩატარდება.

"დედამიწის საათი" ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის-WWF მიერ მთელ მსოფლიოში უკვე მეათედ აღინიშნება. სპორტული აქციის ფარგლებში გაიმართება ველომსვლელობა 6 კმ, აგრეთვე გარბენი 3 კმ-ზე. მონაწილეებს დაურიგდებათ სამახსოვრო მაისურები და სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.

ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თბილისის მერიის და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი, ეკოლოგიის, ბუნების დაცვის პოპულარიზაციის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაა.
| Print |
FaceBook Twitter Google