საზოგადოება
არამდგრადი ამინდი 26 მარტამდე გაგრძელდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფრომაციით, დღეს კახეთში წვიმაა მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღისით 16-18, ხოლო ღამით +0+5 გრადუსი იქნება. 24-ში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ზოგან მცირე წვიმა. მაღალ მთაში თოვლჭყაპი. 25 მარტს ღამის საათებში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევრიდან ნალექი იკლებს, ხოლო ქარი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე დაფიქსირდება. სინოპტოკოსების ინფორმაციით, არამდგრადი ამინდები 26 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /