საზოგადოება
თუშეთისკენ მიმავალი გზა დაახლოებით 20 მაისისთვის გაიხსნება
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, თუშეთისკენ მიმავალი გზა სავარაუდოდ 20 მაისისთვის გაიხსნება.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები ხუთი დღის წინ დაიწყო და ამ დროისთვის ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებს შ.პ.ს "გერალი" ასრულებს.

"მე და ქალაქის მერი პირადად ადგილზე გავეცანით მდგომარეობას. დაახლოებით ხუთი დღეა ტექნიკა მუშაობს. ამ დროისთვის აბანოს უღელტეხილამდე გზა სრულად არის გაწმენდილი, ამის შემდეგ იწყება უკვე მთავარი, თოვლის საფარისგან გზის გაწმენდი სამუშაოები, რასაც, ვფიქრობთ, 20 მაისისთვის დავასრულებთ და ტურისტული სეზონიც გაიხსნება, თუმცა შესაძლოა იყოს გაუთვალისწინებელი ფაქტორებიც, მათ შორის მეწყერულ ტერიტორიებზე.,"- აღნიშნა ვაჟა ნასყიდაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გზა / თუშეთი /