საზოგადოება
სოფელ ქორეთის მოსახლეობა სპორტულ მოედანზე სკოლის აშენებას აპროტესტებს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის მოსახლეობა სპორტულ მოედანზე სკოლის მშებლობის დაწყებას აპროტესტებს. დღეს მათ აქცია გამართეს და განათლების სამინისტროს სხვა ფართის შერჩევისკენ მოუწოდეს.
ადგილობრივების განცხადებით, თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მუშებს მშენებლობის დაწყების საშუალებას არ მისცემენ. 

როგორც speqtri.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა განუცხადა, მას საუბარი უკვე ჰქონდა განათლების სამინისტროსთან,  ნებისმიერი გადაწყვეტილება კი მოსახლეობის სასარგებლოდ მიიღება.


| Print |
FaceBook Twitter Google