საზოგადოება
გაიცემა თუ არა სააღდგომოდ სახელფასო დანამატები კახეთის თვითმმართველობებში
წინასააღდგომოდ კვლავ აქტუალური გახდა საკითხი, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობებში დასაქმებულები სახელფასო დანამატებს.

Speqtri.ge ყველა მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, სახელფასო დანამატის თანხა სააღდგომოდ არცერთი თვითმმართველობის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.

ლაგოდეხის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს 2018 წლის ბიუჯეტში სახელფასო დანამატისთვის თანხა არა სააღდგომოდ, არამედ საერთოდ არ არის განსაზღვრული.

გურჯაანში სახელფასო დანამატი წლის განმავლობაში ყველა თანამშრომლისთვის არ იქნება გათვალისწინებული და თანხა შეიძლება აიღოს მხოლოდ იმ პირმა, რომელიც დამატებით ფუნქციას შეასრულებს. ამ მიმართულებით 30 000 ლარია გათვალისწინებული, ყვარელში კი -50 000 ლარი.
სიღნაღის მერიაში განმარტეს, რომ სახელფასო ფონდში ცვლილება უნდა აისახოს და თანხა ამის შემდეგ გახდება ცნობილი. ახმეტაში სახელფასო დანამატის თანხა წინასწარ არ არის გათვალისწინებული და აცხადებენ, რომ თანხა თანამდებობრივი სარგოს ფონდში არსებული ეკონოომიიდან შეიძლება გაიცეს. ამ მიმართულებით თანხა წინასწარ არც თელავშია განსაზღვრული, თუმცა ამბობენ, რომ დანამატის გაცემა შესაძლოა სახელფასო ფონდში წარმოქმნილი ეკომონომიის ფარგლებში მოხდეს. გურჯაანის მსგავსად, ყვარლის, ახმეტის, თელავისა და სიღნაღის თვითმმართველობებში დასაქმებულებმაც, სახელფასო დანამატი შესაძლოა დამატებითი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში მიიღონ.


| Print |
FaceBook Twitter Google