საზოგადოება
რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტში
თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 14 მილიონ  ლარამდე დაიხარჯება. თელავის მერის ინფორმაციით,მოასფალტდება რამდენიმე ქუჩა და სოფლებში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მოეწყობა ჭაბურღილები.
"მიმდინარე წელს ჩემი, როგორც მერის პრიორიტეტი, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა. ამას მოწმობს ისიც, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი დაიხარჯება. აპრილის ბოლოსთვის, დაიწყება ქალაქის რამდენიმე ქუჩის მოასფალტების სამუშაოები, მათ შორის არის ფალიაშვილის, ბაგრატიონის, ლაღიძის, გრიბოედოვის ქუჩები, ასევე იაშვილის ქუჩის ზედა კვარტალი. შეკეთდება ის ქუჩებიც, რომლებიც წყალგაყვანილობის გამო, ან სხვა სახის სამუშაოების შესრულებისას დაზიანდა. სოფლებში წყალმომარაგება გაუმჯობესდება და განხორციელდება სერიოზული სამუშაოები, მოეწყობა ახალი ჭაბურღილები. სოფელ კისისხევსა და ვარდისუბანში სტადიონები გაკეთდება." - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google