საზოგადოება
აქცია სოფელ რუისპირში - ადგილობრივები გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის მოსახლეობა ერთი წლის წინ გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვს. ისინი საპროტესტო აქციას მართავენ.
ადგილობრივების თქმით, 13 ჰექტრამდე ფართობი სახელმწიფომ კერძო ინვესტორზე ისე გაასხვისა, რომ მათ ამის შესახებ  არაფერი იცოდნენ.

"სოფელს სხვა საძოვარი არ გააჩნია. აქ როგორც გავიგეთ სასტუმროებს აშენებენ და ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ. სახელმწიფომ ისე გაყიდა მიწა,  ხალხმა არაფერი ვიცოდით. მოვითხოვთ სამუშაოების შეჩერებას." - განაცხადა აქციის მონაწილე ვახტანგ დათულიშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google