საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23, +28, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. რაც შეეხება თბილისს, უწყების ინფორმაციით, უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
| Print |
FaceBook Twitter Google