საზოგადოება
გასულ წელს საქართველოში ქორწინების მოტივით სწავლა 75 არასრულწლოვანმა შეწყვიტა
ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის პრაქტიკა კვლავ რჩება გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ გამოვლინებად - ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია საუბარი.
ადრეულ ასაკში ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარასა და მარნეულშია. 2017 წელს იძულებით ქორწინების 6 ფაქტი და თავისუფლების უკანონო აღკვეთის 41 შემთხვევა დაფიქსირდა, სკოლაში სწავლა შეწყვიტა 75-მა მოზარდმა, 835 არასრულწლოვანი კი მშობელი გახდა.

როგორც ანგარიშში სწერია, შესწავლილი საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამართალდამცავ უწყებებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის კოორდინაცია ადრეულ ასაკში ქორწინების საქმეებთან დაკავშირებით, სუსტია. ამას მოწმობს ისიც, რომ სოციალური სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების სულ 98 შემთხვევა შეისწავლა.


სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშულია, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკასთან ერთად, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს არასრულწლოვანი გოგონების ნიშნობა. ქორწინების იძულების მუხლით გამოძიება 6 შემთხვევაში დაიწყო, საიდანაც 5 შემთხვევაში გამოძიება შეწყდა, ხოლო სასამართლოს არცერთი საქმე არ განუხილავს.





| Print |
FaceBook Twitter Google