ხათუნა და აკაკი 24 წლიანი თანაცხოვების შემდეგ გასულ წელს
განქორწინდნენ. როგორც ხათუნა ჩვენთან საუბარში ამბობს, პრობლემები
ნელ-ნელა დაგროვდა. რამაც განქორწინებისკენ უბიძგა, ეს მეუღლის
მხრიდან ღალატი იყო.
-„წლების მანძილზე ვითმენდი გაჭირვებას. ჩემს ქმარს თითქმის არსად
უმუშავია და არც ის მოსწონდა რომ მე სამსახური მქონდა. ბევრჯერ ამის
გამო გვიჩხუბია კიდეც. არადა სხვა გზა არ მქონდა, მხოლოდ მე ვარჩენდი
ოჯახს და ხანდახან ჩემი მშობლები მეხმარებოდნენ. მიუხედავად ამისა,
ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება ამ დრომდე ვერ მივიღე. ერთის მხრივ
არ მინდოდა შვილები მამის გარეშე გაზრდილიყვნენ და მეორე მხრივ
მეშინოდა, რას იფიქრებდა ხალხი ჩემზე, როგორც ქმარგაცილებულ ქალზე.
ღალატი ბოლო წვეთი აღმოჩნდა და თანაც მივხვდი, რომ სხვისი აზრი
მეორეხარისხოვანია, მთავარია მე როგორ ვიგრძნობ თავს. ამ საკითხს ჩემი
სრულწლოვანი შვილები გაგებით მოეკიდნენ. დღეს რომ დამაბრუნონ
წარსულში, დარწმუნებული ვარ განქორწინების გადაწყვეტილებას უფრო ადრე
მივიღებდი.“
მათ მსგავსად გასულ წელს კიდევ 10 221 წყვილი განქორწინდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, განქორწინების რიცხვი
ყოველწლიურად მატულობს, ქორწინების რაოდენობა კი იკლებს.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი
გაზრდილ სტატისტიკას ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას
უკავშირებს. მისი თქმით, მათ ორგანიზაციას ძალადობის მსხვერპლი ქალები
ხშირად აკითხავენ, თუმცა განქორწინების გადაწყვეტილების მიღება მაინც
უჭირთ.
-„თუ ამ სტატისტიკას დავუკავშირებთ ძალადობის შესახებ შეტყობინებების
სტატისტიკას, აშკარად ჩანს, რომ ადამიანებმა ადრე არ იცოდნენ, რომ
ამგვარი ქმედება მიუღებელი იყო. მიმაჩნია, რომ ძალადობის გაზრდილი
შეტყობინება განქორწინების სტატისტიკას უკავშირდება. იმ ჯგუფებმა,
რომლებიც ითხოვენ ოჯახის ინსტიტუტის სიმტკიცეს, უნდა იცოდნენ რომ
თანასწორობა ამის მიღწევის ერთადერთი შესაძლებლობაა. უთანასწორობა
ყველასთვის დამაზიანებელია. წყვილები უფრო ჰარმონიულად ითანაცხოვრებენ
თუკი ძალადობის ფონი შედარებით დაბალ საფეხურზე იქნება. ყველამ უნდა
გააცნობიეროს, რომ ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ქალები
ძალიან ხშირად მოგვმართავენ როცა ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, თუმცა
მათთვის განქორწინება ადვილი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის. ქალს არ
უნდა ეშინოდეს, რომ დამოუკიდებლად ვერ შეძლებს ცხოვრებას და
ყოველგვარი ფინანსური შემოსავლის გარეშე დარჩება. ის იმედენად უნდა
იყოს რეალიზებული, მარტო ცხოვრება მისთვის საფრთხეს არ უნდა
წარმოადგენდეს. “
რატომ იზრდება განქორწინების სტატისტიკა -speqtri.ge-მ ამ საკითხზე
გურჯაანში მოქალაქეები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხა. ამ
თემასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი სხვადასხვაგვარია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური განქორწინების სტატისტიკას 2001
წლიდან ითვლის. ამ წელს თუ ეს რიცხვი 1987 იყო, 2017 წელს 10222
შეადგინა.
განქორწინების რიცხვით თბილისი ლიდერობს, შემდეგია აჭარა, გურია,
იმერეთი, კახეთი კი მეხუთე ადგილს იკავებს. კახეთში გასულ წელს 783
წყვილი განქორწინდა.
საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე პანკისის ხეობაში
ტრადიციებს მკაცრად იცავენ. უკვე რამდენიმე ასეული წელია, რაც ეს
რეგიონი სამშობლოდ იქცა ჩეჩნური ფესვების მქონე ქისტების თემისთვის,
რომელიც აქაური მოსახლეობის 70%-ს შეადგენს. პანკისის პატარა
მაღალმთიან სოფლებს უხუცესთა საბჭო ადათ-წესებისა და ისლამის
შესაბამისად მართავს. ქალების ხმა აქ ხშირად არ ისმის. მიუხედავად
ამისა, პანკისის სოფლებში, ქორეთში, ბირკიანში, დუმასტურში, ჯოყოლოსა
და ყვარელწყალში ქალებმა ევროკავშირის მხარდაჭერით ტრადიციულად
ტაბუდადებულ თემაზე — რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე დაიწყეს ლაპარაკი.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით
ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი
ა.ბ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს
მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი
მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
ქალაქ გურჯაანში 2023 წლის 15 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ თითქმის
რვა თვეა გასული. სტიქიის შედეგად დაზიანდა როგორც ქალაქის ცენტრალური
ნაწილი და მისი გარეუბნები, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
მქონე გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაც. დროში გაწელილი სტიქიის
სალიკვიდაციო სამუშაოების გამო გურჯაანის მოსახლეობა წუხს.
"საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია" მიუხედევად
იმისა, რომ ასე იწყება "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის
შესახებ" კანონის მეორე მუხლი, გენდერული დისკრიმინაცია და
უთანასწორობა ჩვენს ქვეყანაში სხვა გამოწვევებს შორის ერთ-ერთი
მთავარია.
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე”
შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში
მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს
შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და
გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით
გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში
კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით
გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა
ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
ანტიკორუფციული კანონმდებლობით გათვალისწინებული არსებული
ვალდებულება, რომელიც ავალდებულებს ნარკოტესტირებას ისეთი
თანამდებობის პირებისთვის, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტი,
პარლამენტის წევრები, მინისტრები, მათი მოადგილეები, ასევე
ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები, ოფიციალურად გაუქმდა.
უნგრეთის ქალაქ დიორში 10 მეტრზე პნევმატური იარაღის სროლაში ევროპის
ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს გოგონათა ნაკრები,
ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა. თელაველმა მარიამ
ფროდიაშვილმა ასევე პირადი პირველობაც მოიპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები