საზოგადოება
თელავის სოფლებში ნაგავსაყრელების დასუფთავებისთვის 50 000 ლარი დაიხარჯება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურსა და კისისხევში, ნაგავი როგორც ცენტრალური გზის პირას, ასევე ხევებშიც ყრია.
აღნიშულ სოფლებში ნაგვის მანქანა კვირაში ორჯერ დადის, დგას ბუნკერებიც, თუმცა ადგილობრივების თქმით, პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ისინი მიიჩნევენ, რომ საკითხი  მასობრივი დასუფთავების აქციებით უნდა გადაიჭრას.

პრობლემას იცნობს თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი. მისი ინფორამციით, დასუფთავების სამუშაოებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 50 000 ლარია გათვალისწინებული.

,,პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტულ ნაბიჯებს უახლოეს მომავალში გადავდგამთ. მოსახლეობის დაჯარიმების რამდენიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი, თუმცა ხალხი ნაგავს ხევებში, ძირითადად ღამის საათებში ყრის. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიური ნაგავსაყრელების მონიტორინგი მიმდინარეობს, დასუფთავდება ყველა ის ტერიტორია, სადაც უფრო რთული ვითარებაა. ამ სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 50 000 ლარია გამოყოფილი.  ტენდერი გამოცხადდება და გამარჯვებული კომპანია ხევების დასუფთავებას უახლოეს მომავალში დაიწყებს." - განაცხადა თელავის მერმა.


| Print |
FaceBook Twitter Google