საზოგადოება
კლინიკა „ენმედიცის“ აქცია გურჯაანში
დღეს გურჯაანში კურორტ ახტალის ადმინისტრაციულ შენობაში კლინიკა „ენმედიცის“ უფასო აქცია მიმდინარეობს.

როგორც ჩვენთან საუბარში კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ნანა მახარაძემ განაცხადა, აქციის მიზანია მოსახლეობაში დაავადებათა ადრეული გამოვლენა და დროული მკურნალობა.
„უკვე ექვსი წელია გარკვეული პერიოდულობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვატარებთ საქველმოქმედო აქციებს. ჩამოგვყავს კლინიკის წამყვანი ექიმები: ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი, ანგიოლოგი, თერაპევტი. ასევე გვაქვს ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევები. მინდა გითხრათ, რომ მოსახლეობა კარგად არის ინფორმირებული და ამიტომ ბევრი ადამიანი მოვიდა. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც აქციის ორგანიზებაში დაგვეხმარა. მსგავსი ღონისძიება სამი კვირის წინ თელავშიც გაიმართა. “

მისივე თქმით, გამოკვლევებთან ერთად, პაციენტებს საჩუქრად სისხლში შაქრის საზომი აპარატები და სხვადასხვა სახის მედიკამენტები გადაეცათ.


| Print |
FaceBook Twitter Google