საზოგადოება
რას ჰყვება ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 24 წლის გოგონას დედა
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 24 წლის თაკო გამრეკელაშვილის ნათია გობაძე ტრაგედიის დღეს იხსენებს.
-"მე და ჩემი შვილი დაახლოებით ოთხი საათისთვის დავშორდით ერთმანეთს. თაკოს ბავშვები უნდა წამოეყვანა ბაღიდან, მე ვაშლიჯვარში გამგზავნეს განცხადების დასაწერად. რატომღაც გული ცუდს მიგრძნობდა. დილით კარი ვერ დავკეტეთ, ეტყობა წინა საღამოს მოვიდა ვეფხვო და გარედან საკეტი სპეციალურად გააფუჭა. დავურეკე, თაკომ მითხრა, სახლში უნდა ავიდეო, ექვსი საათი ხდებოდა. მერე კიდევ დავურეკე, უნდა მეთქვა დამელოდე და ერთად ავიდეთ მეთქი, მაგრამ ჩემ ზარს უკვე აღარ პასუხობდა. ბევრჯერ ვცადე დაკავშირება, ბოლოს მკვლელმა მიპასუხა, იცინოდა და მეუბნებოდა თაკოს ეძებ? შენი შვილი უკვე მიწაშიაო. სახლში რომ მივედი მაშინვე არ მიგრძვნია ბენზინის სუნი, ყველგან სისხლის გუბეები იდგა. მერე გაიხსენეს ბავშვებმა, ვეფხვო ძია წამალს ასხამდა ბოთლიდანო, დედამ კარებთან მისვლა მოახერხა, მაგრამ თმით მოქაჩა უკან და გარეთ არ გაუშვა ვინმესთვის რომ მოესწრო დაძახებაო. მკვლელმა ბავშვები საკუთარი დედის სისხლში ამომისვარა." - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

ცნობისთვის, 24 წლის თაკო გამრეკლაშვილი 13 აპრილს მოკლეს. სამართალდამცველებმა მეორე დღეს მკვლელობის ბრალდებით მისი მამინაცვალი 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს.

მოკლული გოგონა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში, დედის სახლში, 14 აპრილს გადაასვენეს.


| Print |
FaceBook Twitter Google