საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 16-18 აპრილს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

უწყების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამის საათებში შესაძლოა, მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში 16 აპრილს +17, +22 გრადუსი, 17 – 18 აპრილს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 16 აპრილს +10, +15 გრადუსი იქნება, ხოლო 17 – 18 აპრილს +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს.
| Print |
FaceBook Twitter Google