საზოგადოება
ბარნოვზე მოკლული 24 წლის გოგონა დღეს სოფელ სანიორეში დაკრძალეს
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 24 წლის თაკო გამრეკელაშვილი დღეს, მშობლიურ სოფელში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ  სანიორეში დაკრძალეს.
დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ საზოგადოებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. მოკლულის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. 

ცნობისთვის, 24 წლის თაკო გამრეკლაშვილი 13 აპრილს მოკლეს. სამართალდამცველებმა მეორე დღეს მკვლელობის ბრალდებით მისი მამინაცვალი 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს.

ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.


| Print |
FaceBook Twitter Google