საზოგადოება
"გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ - საქველმოქმედო აქცია თელავის უნივერსიტეტში
"გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“-  დღეს ამ სახელწოდების საქველმოქმედო აქცია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა.
თესაუ-ს ნაციონალური სისხლის ბანკის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. აქციაში მონაწილეობა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და თანამშრომლებმა მიიღეს.

სისხლის უანგარო დონაციის აქციები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში პერმანენტულად იმართება და მისი მიზანი სისხლის უანგარო დონორობის პოპულარიზაციაა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / თესაუ /