საზოგადოება
პანკისის ხეობის მცხოვრებლები მაჩალიკაშვილის საქმეზე პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
პანკისის ხეობის მცხოვრებლები დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის სახლის ეზოში შეიკრიბნენ და სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პრემიერ- მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.
ადგილობრივები თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას და დაზარალებულის სტატუსის აუცილებლობაზე საუბრობენ. 

"ეს შეკრება ხეობის მოსახლეობის სურვილი იყო. ადგილობრივებს და რა თქმა უნდა ჩვენც, გავქვს გარკვეული მოთხოვნები. ვითხოვთ ჩემი შვილისთვისთვის და ოჯახისთავის დაზარალებილის სტატუსის მინიჭებას. ასევე სპეცოპერაციაში მონაწილე პირებს დასჯას, ვინც ჩემი თემირლანი სასიკვდილოდ გაიმეტა ." - განაცხადა თემირლანის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პანკისის მცხოვრებლების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა და საკითხთან დაკავშირებით მისი პოზიციის მოსმენაა.

"გვსურს პირადად შევხვდეთ გიორგი კვირიკაშვილს და მისი აზრი მოვისმინოთ. ოთხი თვეა საქმე გაიწელა და არაფერი ახალი არ ისმის. მოსახლეობა გაღიზიანებულია.  შეკრებაც ადგილობრივების ინიცირებული იყო, შემდგომ ნაბიჯებსაც დავგეგმავთ სიტუაციის შესაბამისად.“ - აღნიშნა პანკისის ხეობის მკვიდრმა მუსა პანკისელმა.

ცნობისთვის, სპეცოპერაცია ხეობაში გასული წლის 26 დეკემბერს ჩატარდა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.





| Print |
FaceBook Twitter Google