საზოგადოება
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება.
უწყების ინფორმაციით, 25 – 26 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა 26 აპრილს +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.
| Print |
FaceBook Twitter Google