საზოგადოება
საქართველოს 8 ნაკრძალი 1 100 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამმხრივი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს 8 დაცული ტერიტორია კავკასიის ბუნების ფონდიდან (CNF) 1 100 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს.
როგორც  speqtri.ge-ს უწყებაში განუცხადეს, 8 დაცულ ტერიტორიას შორისაა ვაშლოვანის, თუშეთისა და ლაგოდეხის ნაკრძალი.

სამინისტროს ინფორმაციით, საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება, განახლდება ავტოპარკი, რაც ხელს შეუწყობს რეინჯერთა საქმიანობის უკეთ განხორციელებას და უზრუნველყოფს სამართალდარღვევათა უფრო ეფექტიან გამოვლენას. თანხა მომხმარდება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლების სახელფასო დანამატებით უზრუნველყოფასაც.



| Print |
FaceBook Twitter Google