საზოგადოება
მანდატურს სკოლაში ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება ექნება
იმ შემთხვევაში თუ მოსწავლის ქმედებით სხვა ადამიანების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მანდატურს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება ექნება.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, თუმცა მისივე განმარტებით, ეს ძალა უნდა იყოს ადეკვატური.
„მაგალითად, თუ მოსწავლეს რომელსაც აქვს დანა და არსებობს იმის საშიშროება, რომ აიღებს ამ დანას და სხვა მოსწავლეს დაარტყამს, მანდატურს ექნება ფიზიკური ძალის გამოყენების, მათ შორის შებოჭვის, მოსწავლის განცალკევების და მშობლისთვის დალოდების უფლება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარია სკოლაზე და ჩვენ ვერ გამოვიყენებთ ხელბორკილებს, იმიტომ რომ არაა პოლიცია”, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, კანონპროექტის დღევანდელ რედაქციაში სიტყვა „დაკავება“ ამოღებულია.

| Print |
FaceBook Twitter Google